გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსის მე-8 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე 60 კვ.მ-ის ფართი და საოჯახო ნივთები დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა