არჩილ თალაკვაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - იმედს ვიტოვებ, რომ პლენარულ სხდომაზე შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას

მე იმედს ვიტოვებ, რომ პლენარულ სხდომაზე შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას, სადაც მხოლოდ ობიექტური დასკვნები იქნება მოცემული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ არ დაუჭირა კომისიის დაკვნას მხარი და აღნიშნა, რომ "ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა პოლიტიკური გრავიტაციისთვის თავის დაღწევა.

"კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაგვედგინა, არის თუ არა სახელმწიფო მართლმსაჯულების წინააღმდეგ ამ საქმეში. შესაბამისად, კომისიის ამოცანა იყო სწორედ ამაზე გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, “ევროპულმა საქართველომ” ვერ დააღწია პოლიტიკურ გრავიტაციას თავი, რაც გახდა ჩვენი უთანხმოების მიზეზი ბოლო სხდომაზე. მათ დასკვნაში იმ შედეგებთან, რომელთანაც ერთად მივედით, დამატებით ჩაწერეს პოლიტიკური მოთხოვნებიც, რომელსაც საერთო არ აქვს ამ კომისიის მუშაობასთან. კონკრეტულად ისინი ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვა, რომ ბავშვების დაჭერა არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე. ასევე ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გააკეთა განცხადება, თითქოს ამ განცხადების შემდეგ გამოძიება შეწყდა მაშინ, როდესაც ამ განცხადების შემდეგ 490 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და დააკავეს პირები. ასეთი ტიპის პოლიტიკური მოთხოვნების გამო, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნას. მე იმედს ვიტოვებ, რომ უკვე პლენარულ სხდომაზე ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას, სადაც მხოლოდ ობიექტური დასკვნები იქნება მოცემული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა