თამარ ჩუგოშვილი - პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, კვირას გაიმართება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას ჩამოვაყალიბებთ

პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, კვირას გაიმართება და ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტია მოქმედებს იმ გეგმის თანახმად რაც დასახა.

“ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა, ამიტომ სავარაუდოდ, კვირას იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას . როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ რა ფორმით ვერთვებით საარჩევო კამპანიაში. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და როდესაც ვნახავთ ვინ არის დარეგისტრირებული, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც გვქონდა დაგეგმილი იმ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, როგორ მოხდება მხარდაჭერილი კანდიდატის ფინანსური მხარდაჭერა, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.

„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ მონაწილეობას, გადახვევა არ იქნება“, - განაცხდა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა