ეკატერინე გალდავამ კონტრაქტორი კომპანიებისგან სამუშაოების ანგარიში მოისმინა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილეებთან ერთად სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო პარტნიორი კონტრაქტორებისგან წყალმომარაგება-წყალრინების უკვე შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა და მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი შეაფასა. ასევე, კომპანიის დირექტორმა საზედამხედველო კომპანიებთან პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულების საკითხები განიხილა.

„რეგიონებში პროექტების მიმდინარეობის პროცესს, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიებთან ერთად სისტემურად ვუწევთ მონიტორინგს, რათა ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს სამშენებლო კომპანიებს ხარისხიანად შესრულდეს. მშენებლობის ტემპი რიგ ობიექტებზე არადამაკმაყოფილებელია. გვექნება აქტიური კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიებთან, რათა უზრუნველვყოთ წარმოქმნილი ყველა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა. არის გარკვეული ხარვეზები და მაქსიმალური კეთდება იმისათვის, რომ სამუშაოების ტემპი დაჩქარდეს. ამ მიმართულებით მეტი მობილიზებული მუშაობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა არის საჭირო, რათა საქმიანობა ბევრად ეფექტიანი გახდეს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

კონტრაქტორებთან შეხვედრების პარალელურად, კომპანიის მენეჯმენტი რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე აქტიურად ეცნობა, იმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტებთან, რომლის მიზანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და წარმოქმნილი საკითხების უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა