თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე - ოპოზიციას, როგორც ჩანს, ძალიან აწუხებს, პოზიტიური და დადებითი შეფასებები

ევროპარლამენტი საქართველოს ასოცირების შეთანხმების პროცესს პირველად აფასებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩუგოშვილმა საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხშირ შემთხვევაში დისკომფორტს უქმნის ოპოზიციურ ძალებს. ამასთან, ჩუგოშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმისთვის რომ საქართველომ ცუდი შეფასება მიიღოს, ოპოზიცია აქტიურად მუშაობს.

“ევროპარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან პროცესს გადის. პირველად აფასებს საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ანუ აქამდე ჩვენ ევროკომისია გვაფასებდა თუ როგორ ვასრულებდით ასოცირების შეთანხმებას, წელს ევროპის პარლამენტი აფასებს. ის ანგარიში, რომელიც მომზადდა მომხსენებლის მიერ არის ძალიან პოზიტიური. საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მიღწევები და რეფორმები. სამწუხაროდ, ოპოზიციას, როგორც ჩანს, ეს ძალიან აწუხებს, ეს პოზიტიური და დადებითი შეფასებები. ჯერ ვნახეთ მცდელობა, რომ სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოება დაებნიათ და არასწორი წარმოდგენა შექმნოდათ იმის შესახებ თუ როგორ აფასებს ევროპარლამენტი ქვეყანას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატები ვიზიტებით იმყოფებიან, რაც იმას ემსახურება, რომ დადებითი შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტს აქვს, შეიცვალოს და ქვეყანამ მიიღოს უარესი შეფასება, ვიდრე ობიეტურად იმსახურებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვათ, რადგან ასეთი მცდელობები ადრეც ჰქონიათ და როგორც ადრე დასრულდა წარუმატებლად, ისეთივე წარუმატებლად დასრულდება ახლაც”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ თუკი საპრეზიდენტო კანდიდატები ევროპარლამენტარებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ მმართველი პარტიის წევრები ევროპარლამენტს სწორ ინფორმაციას აწვდიან.

“ჩვენ ვაწვდით სწორ ინფორმაციას. მუდმივად ვმუშაობთ ევროპარლამენტთან, ყველა პარტიასთან, ყველა პლოლიტიკურ ძალასთან, მომხსენებლებთან და საქართველოს მხარდამჭერ დეპუტატებთან. ჩვენ გვქონდა მათთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, როდესაც მომხსენებლის მიერ ეს ინფორმაცია მზადდებოდა. წარდგენილი გვაქვს ჩვენი ცვლილებები და დამატებები ამ დოკუნენტში და რა თქმა უნდა, მუდმივად გვაქვს მათთან კომუნიკაცია, რადგან ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ სწორად იყვნენ ინფორმირებულები. სიახლე და გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ცდილობს რაღაც კრიტიკული ათქმევინოს ვიღაცას, ამას მიჩვეულები ვართ. უბრალოდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას აფასებენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და ამ შეფასებაზე იქნება მიბმული მომავალი ნაბიჯები თვითონ ევროპარლამენტის და ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ ცოტა გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად არ შეტკივა გული იმაზე, რომ ეს ნაბიჯები იყოს ეფექტური სწრაფი და შეფასებები პოზიტიური“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა