საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორმა მოქალაქემ საზღვრის კვეთის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და კვიპროსში შესვლაზე უარი ამის გამო ეთქვა

საქართველოს ორ მოქალაქეს კვიპროსში შესვლაზე უარი ეთქვა და ისინი კვიპროსის სასაზღვრო საემიგრაციო სამსახურმა დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბერს, საქართველოს ორმა მოქალაქემ, რომელიც მგზავრობდა ქუთაისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ლარნაკას მიმართულებით, ვერ დააკმაყოფილა საზღვრის კვეთის მოთხოვნები და კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის მიერ უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით.

უწყების განმარტებით, არსებული პროცედურის თანახმად, ისინი გადაყვანილები არიან კვიპროსის სასაზღვრო საემიგრაციო სამსახურის სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს კვიპროსის რესპუბლიკაში, არ დაკავშირებია საქართველოს არც ერთი მოქალაქე ან მათი წარმომადგენელი. მედიის საშუალებით ინფორმაციის შეტყობისთანავე საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში მყისიერად დაუკავშირდა კვიპროსის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრება. საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ემცნოთ საქართველოში უკან დაბრუნების თარიღი - 8 სექტემბერი.

საქართველოს მოქალაქეები ასევე ინფორმირებული იყვნენ საელჩოს მიერ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვიპროსში არშეშვებასთან დაკავშირებით შესაძლო ლეგალური რეაგირების გზებზე. აღსანიშნავია, რომ არსებული პროცედურის თანახმად, მსგავს შემთხვევაში მოქალაქის უკან დაბრუნების ხარჯებს ანაზღაურებს კვიპროსის მხარე და ასევე განსაზღვრავს დაბრუნების თარიღს. მათ ასევე ემცნოთ, რომ სურვილის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ უკან დაბრუნების თარიღი, მხოლოდ ამ შემთხვევაში თავად არიან პასუხისმგებელი მგზავრობის ხარჯებზე. კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენელი მუდმივ კავშირში იმყოფება, როგორც სასაზღვრო სამსახურის, ასევე აღნიშნულ ვითარებაში მყოფ საქართვლოს მოქალაქეებთან. ორივე მხარის მიერ იქნა დადასტურებული ასევე, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი. საქართველოს მოქალაქეები არსებული პროცედურის თანახმად, დღეში ერთჯერადად უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელით, ხოლო დამატებით საკუთარი ხარჯით შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი კვება და სასმელი. ორივე მოქალაქე საქართველოში გაემგზავრება 8 სექტემბერს და მათი მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს კვიპროსის მხარე“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო