ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე სერგეი სტანიშევი - შეეკითხეთ თქვენს თავს, ახლა უფრო თავისუფლად ცხოვრობთ თავისუფალ საზოგადოებაში თუ ადრე? - ვფიქრობ, დღეს

შეეკითხეთ თქვენს თავს, ახლა უფრო თავისუფლად ცხოვრობთ თავისუფალ საზოგადოებაში თუ ადრე? - ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე სერგეი სტანიშევმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დემოკრატია გაუმჯობესების პერმანენტული პროცესია. ის არასოდესაა უნაკლო. თუმცა, იფიქრეთ იმაზე, თუ საიდან დაიწყეთ სააკაშვილის ძალიან ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, როდესაც არ იყო რეალური კანონის უზენაესობა. თუ გულწრფელი ხართ თქვენი თავის წინაშე, შეეკითხეთ თქვენს თავს, ახლა უფრო თავისუფლად ცხოვრობთ თავისუფალ საზოგადოებაში თუ ადრე? ვფიქრობ, პასუხი იქნება, რომ დღეს. ეს ასევეა „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის მიღწევა. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას საქართველოში, გვაქვს რეგულარული ანგარიშები, არის პროგრესი და ის, რომ ქართველები ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, ზუსტად რომ ამ პროგრესის შედეგია. ეს მიღწევა როგორც მთავრობის, ასევე მმართველი პარტიის მიღწევაა“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა