თამარ ჩუგოშვილი - რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებისას მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული.

როგორც ჩუგოშვილმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ცვლილებები ეხება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

"პარლმენტს ჯერ არ დაუწყია ამ საკითხის განხილვა, ამიტომ ჯერ ცოტა ნაადრევია კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება მთავრობის ამ ინიციატივას, ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს არააუცილებლობის შემთხვევაში რესურსის ხარჯვა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ. ალბათ, მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის დაკნინება ხდება, როცა ეს კანონპროექტი ეხება პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს, არასწორი აღქმაა პროცესის. მთავრობამ შემოგვთავაზა ეს ცვლილება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს განხილვების პროცესში, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა