მარია ზახაროვა - სკრიპალების საქმეზე დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისკენ მოწოდება სრული ბოდვაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთისადმი სკრიპალების საქმეზე დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისკენ მოწოდებას ბოდვა უწოდა.

„უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს სკრიპალების საქმეზე დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რაც სრული აბსურდია. ეს სრული ბოდვაა. ჩვენ იძულებულები ვიყავით, ბრიტანული მხარისადმი გაგზავნილი ჩვენი მოთხოვნები გაგვესაჯაროებინა. რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიურ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა ის, რასაც ლონდონი აკეთებს, ყველანაირ პრაქტიკას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზახაროვამ.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები ГРУ-ს თანამშრომლები არიან.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქის ვინაობა დაასახელა.

„არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ბრალი წავუყენოთ რუსეთის მოქალაქეებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა