ეკა ლალიაშვილი - მნიშვნელოვანია, ავტოსკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება დროულად დაიწყოს

მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს ავტოსკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ლიცენზირების რეფორმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ 51 ტესტზე საუბრისას განუცხადა.

ეკა ლალიაშვილმა მართვის მოწმობის ახალ ტესტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტესტები მძღოლებს ასწავლის თუ როგორ უნდა მართონ ტრანსპორტი უფრო ეკოლოგიურად.

„ეს ახალი 51 ბილეთი აბსოლუტურად სხვა ჭრილშია, იქ არის ეკომართვის შესახებ ინფორმაცია. ეს მხოლოდ ახალი მძღოლებისთვის კი არა, ნებისმიერი მძღოლისთვის მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ეს არც ერთმა მძღოლმა არ ვიცით. ბუნებრივია, ეს მისასალმებელია. ამ ბილეთებით ხდება სწავლება თუ როგორ უნდა მართონ ტრანსპორტი უფრო ეკოლოგიურად, დაზოგონ საწვავი, დაზოგონ ის ემისია, რომელიც შეიძლება მუხრუჭებისგან იყოს გამოფრქვეული. ასევე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია ავტოსკოლებში სწავლების გაუმჯობესება. დღეს ჩვენ ვიცით ის, რასაც აქამდე ასწავლიდნენ. პრაქტიკულად, მძღოლის ცნობიერება ვერ იზრდება იმდენად დამახინჯებულია სწავლების მეთოდოლოგია. მნიშვნელოვანია, რომ ეკომართვის ტესტები დაემატა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია თავად სწავლების პროცესი, ავტოსკოლების გაჯანსაღება. ასევე მნიშვნელოვანია იმ რეფორმის დროულად დაწყება, რასაც ჰქვია ავტოსკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და ლიცენზირება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა