მამუკა ბახტაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან

რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ დიდი პატივია ასეთი მაღალი დონის კონფერენციის გამართვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი დონის კონფერენცია იმართება საქართველოში. ჩვენ ამას აღვიქვამთ „ქართული ოცნების“, ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარტიის აღიარებას „პროგრესული ალიანსის“ მიერ, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს პროგრესულ პარტიებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვდგავართ იმ გაერთიანების გვერდით, რომელშიც მსოფლიოს 120-მდე წამყვანი პოლიტიკური პარტია შედის. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული „ქართული ოცნებისთვის“.

ამ რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ერთად განვიხილავთ გლობალურ დღის წესრიგს და ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას რეგიონი და მსოფლიო. ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია რაციონალური ხედვა და ერთიანობა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო