მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ ვითარებას „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს. როგორც ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ომამდე ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულია. იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000-მდე ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 000 ადამიანზე მეტი, აქედან 7 000-ს შეადგენენ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა. აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს. ომის პერიოდამდე მოსახლეობა შეადგენდა 500 000-ზე მეტს, დღეს კი ამ ტერიტორიაზე 120 000 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. თუმცა, ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით“, - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს