ირაკლი პეტრიაშვილი - ტყიბულში ალტერნატიული სამსახურები უნდა გაჩნდეს

ტყიბულში უნდა გაჩნდეს ალტერნატიული სამსახურები, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომისიამ მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტყიბულის შახტში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT group შეისწავლის.

პეტრიაშვილმა პროფკავშირების ინიციატივებზეც ისაუბრა, რომელიც ტყიბულში ალტერნატიული სამუშაოების შექმნასა და მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევას უკავშირდება.

"კარგია, რომ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტყიბულში შახტების მუშაობის შეჩერების შესახებ. პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ეს კვლევა ჩატარებულიყო. მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ეს პროფკავშირების ამბიცია იყო, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით მომხდარიყო ეს ყველაფერი. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ გარკვეული კრიტერიუმები, როგორი ტიპის კვლევა უნდა ჩატარებულიყო და რა ტიპის გამოცდილება უნდა ჰქონოდა კომპანიას, რომელიც ამ კვლევას ჩაატარებდა. საინტერესოა ის, რომ განათლების სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი შემოთავაზება - მეცნიერულ დონეზე იქნეს გამოკვლეული, რა ტიპის სეისმური საფრთხეები შეიძლება იყოს ტყიბულის რეგიონთან დაკავშირებით. პროფკავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ დაყენებული ინიციატივები: 1) საშემოსავლო გადასახადებისგან მეშახტეების გათავისუფლება, 2)მეხანძრეების მსგავსად მეშახტეებისთვისაც საპენსიო ასაკის 55 წლით განსაზღვრა, 3) სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარება. ჩემთვის მთავარია, რომ ტყიბულში გაჩნდეს ალტერნატივა. ეკონომიკური სექტორების განვითარება, ეს იქნება „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“ თუ სხვა, რითაც ალტერნატიულ სამუშაოებს შევქმნით, ეს ბუნებრივია, პირველ რიგში, ხელისუფლების პრეროგატივაა. საზოგადოებას ვპირდებით, რომ პროფკავშირები თავის წინადადებაზე აუცილებლად მოითხოვს პასუხს. ჩვენ ამ საკითხს არ ვივიწყებთ", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. კომპანიას სამუშაოების დაწყებიდან 5 კვირის ვადა მიეცემა, რათა მან შეისწავლოს ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა და შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო