ირაკლი კობახიძე - “ქართული ოცნება “ არის ყველაზე ძლიერი, გამართული და პატივსაცემი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ყველაზე ძლიერი, გამართული და პატივსაცემი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “რუმსში“, “პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - “შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ არის ახალგაზრდა პარტია, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება, აძლიერებს სტრუქტურებს და ცდილობს, კიდევ უფრო გააღრმავოს კავშირები მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან.

“საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი. სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება. ამის დასტურია გასული არჩევნების შედეგები. ჩვენ მხარს გვიჭერს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რაც მოწმობს ჩვენი კურსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დადებით და პოზიტიურ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა