ხათუნა გოგორიშვილი - „ქართული ოცნება“ თანამდებობის პირებს უგზავნის მესიჯს, რომ მათი კეთილდღეობა „ოცნებასთან“ პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული

„ქართული ოცნება“ ყველა თანამდებობის პირს უგზავნის მესიჯს, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებული არის იმაზე, როგორი პირადი ურთიერთობა ექნებათ „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა იმ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, დაცვის სამსახურის მომსახურების ახლებურ წესს განსაზღვრავს.

„ისინი იღებენ ახალ ნორმას, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილების ამოწურვიდან ერთი წლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს დაცვა აღარ მოემსახურება. აქ არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი, საბოლოო გადაწყვეტილებით აღნიშნულ კანონპროექტს მიეცემა თუ არა უკუქცევის ძალა, ანუ შეეხება თუ არა კანონის მიღებამდე თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და პარლამენტის თავმჯდომარეებს და მეორე, ახალი ნორმა, რომელიც ემატება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ეძლევა დისკრეცია იმისა, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ თანამდებობაზე მყოფ პირს ერთი წლის გასვლის შემდეგ, გაუგრძელოს დაცვის სამსახურის მომსახურება, თუ არა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ყოფილ თანამდებობის პირებს, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჰყავდეს დაცვა და ემსახურებოდეს, გიორგი კვირიკაშვილს აღარ ემსახურებოდეს დაცვა“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა