მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული, ხოლო თუ სხვა იქნება პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატი სხვას დაუჭერენ მხარს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა მდინარაძემ თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე 9 სექტემბერს იმსჯელებს პარტიის პოლიტსაბჭო.

"ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველები რომლებიც გვყავს შესაძლებელია მათ მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია. ან მივიღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში მოქცეული. ყველა შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯი კანონიდან არ იქნება გადახვეული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა