მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის ანგარიშზე - თუ რომელიმე პოლიტიკოსი იმაზე ზრუნავს, რომ ანგარიშში საქართველოსთვის ნეგატიური ჩანაწერები იყოს, ეს მათი პრობლემაა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი საბოლოოდ იქნება ისეთივე პოზიტიური, როგორიც პირველადი ვერსია იყო.

"თქვენ ნახეთ ევროპარლამენტის პირველადი პოზიცია, რომლის შემდეგაც ხდება ხოლმე ცვლილებების წარდგენა, ამის შემდეგ კი პოლიტიკური ჯგუფები შეჯერდებიან და დაახლოებით ნოემბრის ბოლოს იქნება ახალი ანგარიში. პირველი ვერსია იყო ძალიან კარგი, ახლა იქნება ცვლილებების განხილვა და ველოდებით, რომ ეს დოკუმენტი საბოლოოდ იქნება ისეთივე პოზიტიური, როგორიც პირველადი ვერსია იყო. თუკი რომელიმე პოლიტიკოსი ზრუნავს იმაზე, რომ ანგარიშში იყოს საქართველოსთვის ნეგატიური ჩანაწერები, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა "ქართული ოცნება" იმაზე, რომ ნეგატიური შენიშვნები არ შევიდეს ანგარიშში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "ყველა ხელისუფლება აფიქსირებს ასეთ დროს თავის პოზიციას და ყველა ხელისუფლებას უნდა, რომ მისი ქვეყნისთვის პოზიტიური ანგარიში მიიღოს".

მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ცდილობს, რომ ევროპარლამენტის შეფასება იყოს ადეკვატური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა