თურქეთი იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას მხარს უჭერს

თურქეთი მხარს უჭერს სირიაში, იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას და კონფლიქტის მხარეებს ამ პროვინციაში დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში რუსეთისა და ირანის ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მსურს იდლიბის პროვინციისა და ამ რეგიონის დაბომბვის საკითხი წამოვწიო. გთავაზობთ სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადავიდეთ ამ რეგიონში, ვინაიდან დაბომბვები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობისთვის. ისევ იწყება მიგრაციის ტალღა და საბოლოოდ, ეს მოსახლეობა ჩვენი საზღვრებისკენ წამოვა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მანამდე დარჩება სირიაში, ვიდრე იქ მშვიდობა არ დაისადგურებს.

„იდლიბი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის მომავლისთვის, არამედ რეგიონში მშვიდობისთვისაც და თურქეთის უსაფრთხოება და სტაბილურობისთვის“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს