ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტი 42 მისამართზე ხორციელდება

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

კერძოდ, ხორციელდება სადარბაზოების რემონტი, სართულშუა ნაპრალების, სახურავების, წყლისა და წყალარინების ქსელების და კიბეების რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 661 214 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, მათ განხორციელებაზე 577 480 ლარი დაიხარჯა. შედეგად, ინფრასტრუქტურა 52 მისამართზე განახლდა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტების დაფინანსების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ანგარიშებზე დაგროვილ თანხებსაც მოქალაქეები საერთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად აქტიურად იყენებენ, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა