ირაკლი კობახიძე - საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციური სტაბილურობით

საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით - ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკურად, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “პროგრესული ალიანსის“ კონფერენციაზე - “შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ღონისძიების საქართველოში გამართვა პარტიის განვლილი ეფექტური პოლიტიკური საქმიანობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობის აღიარებაა.

“კონფერენციის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ადგილსა და მნიშვნელობას დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ალიანსის გამგეობის წევრია, რაც საამაყო და საპასუხისმგებლო ფაქტია. კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.

“100 წლის წინ ჩვენი წინაპრების ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით საქართველომ თავისუფლების გარდა, მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ეფუძნებოდა სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს. მართალია, პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ მისმა იდეებმა და იდეალებმა გაუძლო საბჭოთა რეჟიმს და შემდეგ უკვე ფრთები შეისხა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვების შემდეგ. დღეს კი, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციური სტაბილურობით. საქართველო იქნება სასურველი პარტნიორი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის, ქვეყნებისთვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ხედვების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის“ უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი და ეს სათანადოდ არის ასახული პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება უზენაეს კონსტიტუციურ ღირებულებად გამოცხადდა.

“ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება. ეს ძირითადი ორიენტირი არის ასახული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმები სწორედ ადამიანზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

“ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მთელი რიგი მიმართულებებით სოციალური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისათვის. მარტო ერთ ფაქტს გავუსვამ ხაზს: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვრჩება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების უფრო მტკიცე დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და რა თქმა უნდა, ეს მიღწევებიც ეფუძნება იმის გააზრებას, რომ ადამიანი არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული სოციალური ფენის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განათლების რეფორმა დაასახელა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოციალური ფენა იყოს აქტიურად ჩართული ჩვენს პოლიტიკურ - საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ქალების როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ქალების წარმომადგენლობა როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასევე ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უმჯობესდება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ხარისხი, რაც იგივე მიზანს ემსახურება. განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, როგორც ეს პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არის აღნიშნული. ამ მიმართულებით არის დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებები, და რა თქმა უნდა, ესეც მოემსახურება იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წარმოჩენა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კოპნფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და “პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორმა გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან, კონსტანტინ ვოინოვმა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.

“პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა