თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობას, ასევე - ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით კონცეფციაზე - „მწვანე ეკონომიკა“, რომელიც ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღებასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოში „ყაზახინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა, რაც ქვეყანაში მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა