მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.რ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, მცხეთის რაიონში, ზ.რ.-მ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ.ჯ.-ს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

„სამართალდამცველებმა ზ.რ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საიდანაც 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა