ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე დანა ბალკაროვა ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 2016 წლიდან შეტანხმების „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ ხელმომწერია და ყურადღება შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე გაამახვილა.

ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის დანა ბალკაროვას განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მზაობა გარემოსდაცვითი მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა