ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, რომ ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიში პოზიტიური იქნება

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიში პოზიტიური იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარალმენტის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ როგორია მოლოდინი ევროპარლამენტის დასკვნაზე, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ანგარიში იქნება პოზიტიური. ყველა ხედავს იმ რეალობას და პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით პოზიტიურ დასკვნას. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ყველა პარტიასთან, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე, როგორც მემარცხენე ასევე მემარჯვენე პარტიებთან. მთავარი არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება საუბრობს იმაზე, რომ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო