მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს შეეხო.

მათივე ცნობით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ამ მხრივ რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

„აღინიშნა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით და ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია. მხარეებმა ყურადღება მიაპყრეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, ევროპასთან მეტად დაახლოების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა ფორმატში.

სერგეი სტანიშევმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს ხედავს, როგორც ევროკავშირის პერსპექტიულ წევრს და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა