საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, მოსახლეობას უფასო კვლევები ჩაუტარდა

გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით, კლინიკა ,,გიდმედის’’ ტკივილის მართვის ცენტრში 20 მოქალაქეს ხერხემლის დაავადებათა უფასო კვლევა ჩაუტარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც გულია გოცირიძემ აღნიშნა, ხერხემლის გამრუდება 21-ე საუკუნის დაავადებაა და ის დროულ მკურნალობას საჭიროებს.

,,დღეს აქ წარმოდგენილია, როგორც ხანში შესული, ისე მოზარდი თაობა. სამწუხაროდ, ყველა მოქალაქე, ვინც ხერხემლის უფასო კვლევის მოთხოვნით მოგვმართა, ამჟამად ვერ დავაკმაყოფილეთ. თუმცა, მგავსი აქციების გაგრძელების მიზნით, ჩვენ შემდგომი თანამშრომლობისთვის მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

„კვალიფიციურმა და გამოცდილმა სპეციალისტებმა პაციენტებს თანამედროვე მეთოდებით ისეთი დაავადებების კვლევა ჩაუტარეს, როგორებიცაა: ხერხემლის დაავადებები; სქოლიოზი; ოსტეოქონდროზი; კისრის რადიკულიტი, კისრის შაკიკი; მხარბეჭის დისტროფიული პერიართრიტი; კისრის, გულმკერდის და წელის მიდამოს მალთაშორისი დისკების თიაქარი; გავა-წელის რადიკულიტი, ლუმბაგო,ლუმბოიშიალგია, კუდუსუნის ძვლის ართროზი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გულია გოცირიძის თქმით, უახლოეს მომავალში აქციები კვლავაც გაგრძელდება და უფასო კვლევის სერვისით კიდევ არაერთი მოქალაქე ისარგებლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო