საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი გამოდის.

პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება ემზარ კვიციანის პროექტი, რომლის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

„კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარული. აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო