ივანე მაჭავარიანი - მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით და ახალი ხედვებით მეტს შესძენს შემოსავლების სამსახურს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით მეტს შესძენს შემოსავლების სამსახურს. ასე უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გადააყენეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი თაბუაშვილი.

„გიორგი თაბუაშვილმა თანამდებობა თავისი განცხადებით დატოვა. ის საკმაოდ დიდი ხანი იყო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი და საკმაოდ წარმატებული სამსახური დატოვა. ეს საკმაოდ გამართული სამსახურია, თუმცა ახალი სისხლი და გადახალისება არასოდეს არის ზედმეტი. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით და ახალი ხედვებით მეტს შესძენს ამ სამსახურს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს