ზაზა გაბუნია - მოხარული ვარ, რომ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საშემოდგომო სესია აჭარაში გასვლითი სხდომით დაიწყო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საშემოდგომო სესიის პირველი საკომიტეტო მოსმენა აჭარაში, ქალაქ ბათუმში გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის გასვლითი სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია მიესალმა, რომელმაც სხდომების გასვლითი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო სესიის დასაწყისში კომიტეტის საქმიანობა გასვლითი სხდომით იწყება. ეს არის ქმედითი და ეფექტური ფორმატი, როდესაც საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხრიდან ისმენენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ბათუმში გასვლითი კომიტეტის გამართვის გამო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია როცა რეგიონის მიერ მიღწეულ პროგრეს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. მანვე კომიტეტის წევრებს აჭარის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა, გოგა გულორდავამ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის ძირითადი პრინციპები წარმოადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ კი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებზე, გამოწვევებსა და კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებზე ინფორმაცია წარმოადგინა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ, კომიტეტის სხდომაზე, მოხსენებით წარსდგა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.

კომიტეტის გასვლითი სხდომა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებმა კომიტეტისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს და კომიტეტის ბათუმში სტუმრობისთვის მადლიერება გამოთქვეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს რეგიონებში გასვლითი სხდომების გამართვას გააგრძელებს. მორიგი გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გურიის რეგიონში იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს