ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ამ შემთხვევაში მარიხუანას და ამ კუთხით არის დღეს ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ამაზე სასწრაფოდ არის საჭირო კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი.

„ასევე, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც სხვა ტიპის ნარკოტიკებს და შესაბამის საკითხებს ეხება, ამაზე მუშაობა გაგრძელდება.

შეიძლება, ერთიან პაკეტშიც განვიხილოთ ორივე ეს საკითხი”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო