დავით ჭიჭინაძე - კობახიძეს ცოცხალი არადეპუტატი და არამინისტრი დიდი ხანია არ უნახავს, ამიტომ, არ მგონია რიგითი მოქალაქეების აზრი კარგად იცოდეს

მე მგონი ირაკლი კობახიძეს ცოცხალი არადეპუტატი და არამინისტრი ადამიანი დიდი ხანია არ უნახავს, ამიტომ არ მგონია რიგითი მოქალაქეების აზრი კარგად იცოდეს, - ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება სავარაუდოდ არ იქნება.

„კობახიძე როდის შეხვდა ბოლოს ამომრჩეველს და მოსახლეობას, ეგ კითხეთ და მაგის მერე გავაკეთებ მაგის განცხადებებზე კომენტარს. მე მგონი მაგას ცოცხალი არამინისტრი და არადეპუტატი ადამიანი დიდი ხანია არ უნახავს, ამიტომ არ მგონია რიგითი მოქალაქეების აზრი კარგად იცოდეს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს.

„მე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგი არ ვარ, მე ვარ ფორმის წინააღმდეგი. ქალბატონი სალომე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატად რომ დაესახელებინა, ეს სხვა საკითხი იქნებოდა. ახლა ისეთი განცხადებები კეთდება, რომ შესაძლებელი იყო ღიად დაგვეჭირა მხარი. ანუ არ გჯერა, რომ ამ ქალბატონით პირველ ტურში ვერ მოიგებ? მაშინ ასე გამოდის. პირველ ტურში არ მოგება ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან მეორე ტური სასიამოვნო არ არის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)