დღეს ბოლო ვადაა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და პარტიას შეუძლია საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცესკოს მიმართოს

დღეს არის ბოლო ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა მიქელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს