“ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ დისკუსია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ დისკუსია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში გარდაცვლილ ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ივანე კუპრაძეს.

ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სოციალურ მდგომარეობაზე მათი ზეგავლენის შესახებ იმსჯელეს. ცენტრში აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული ბანერებისა და ფოტოების გამოფენაც მოეწყო. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები სამი საათის განმავლობაში დასმულ შეკითხვებზე დარგის ექსპერტებისგან ისმენდნენ პასუხებს.

დისკუსიის მიზანი იყო, დაინტერესებულ საზოგადოებას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ სანდო ინფორმაცია მიეღო.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის აქტუალობის გათვალისწინებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ გეგმავს საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მოწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა