ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალები მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა