რიგაში საკვები მრეწველობის გამოფენაში 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

რიგაში საკვები მრეწველობის გამოფენაში 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” გაიხსნა, სადაც “ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული კუთხე მოეწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, საკვები მრეწველობის გამოფენაზე წარმოდგენილ იყო 11 სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია: „ტყუპების ღვინის მარანი“, „ვაინ მენ“, „ასადელი“, „GEO-US WORLD EXPORT“, „კულა“, „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი”, „თამარი“, „Wine Products and Spirits”, „EU-GS STANDART GmbH (GEORGIAN PRODUCTION)“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“, ELKOR FOOD&WINE; LTD“.

ქართულ სტენდთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარს გერჰარდს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოდან ლატვიაში 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7 %-ით), ბოსტნეულის - ძირითადად მწვანილი, (64 %-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი.

"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია და 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოდგენილია ეროვნული სტენდით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო