რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იდლიბის საკითხი ახალი უბედურების პროვოცირების გარეშე უნდა გადაწყდეს

თურქეთი გვერდზე არ გადგება თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიაში უდანაშაულო ხალხის მკვლელობას უგულებელყოფს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თუ ბაშარ ასადის რეჟიმის ინტერესების გამო უგულებელყოფილი იქნება ათი ათასობით ადამიანის მკვლელობა, თურქეთი ვერ დარჩება პარტნიორი ან უბრალოდ დამკვირვებელი ამგვარ თამაშში. თეირანში სამიტზე თურქეთმა ღიად განაცხადა, რომ მეთოდები, რომლებიც უგულებელყოფენ მშვიდობიანი სირიელი მოქალაქეების უსაფრთხოებას, სარგებლის მომტანი არ არის და მხოლოდ ხელს უწყობენ ტერორისტების ქმედებებს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „იდლიბის საკითხი ახალი უბედურების პროვოცირების გარეშე უნდა გადაწყდეს“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა უკვე 3,5 მილიონი სირიელი დევნილი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სირიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხზე გუშინ თეირანში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების სამიტი გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ სამოქალაქო პირების დაცვას და სირიაში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს