ნოდარ ხადური მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დამდინგ ცოგტბაატარს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და მონღოლეთში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრეს.

მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროში შედის ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის რეფორმირებასა და ტურიზმის განვითარებაში. მისი განცხადებით მონღოლეთში დიდი ინტერესით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„მონღოლეთში უყვართ ქართული კულტურა, ბოლო დროს სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული ღვინო, მინერალური წყლები. საქართველოსა და მონღოლეთს შორის საქმიანობის გაღრმავების დიდი შესაძლებლობები არსებობს“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, ჯემალ ინაიშვილი. მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ღონისძიებებში. ის ასევე დაესწრო გამოფენის "Ulaanbatar partnership 2018" გახსნას. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციის "აღმოაჩინე ბიზნეს შესაძლებლობები" მუშაობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა