ქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში წუხელ, გვიან ღამემდე იკითხებოდა

ქობულეთის ერთ-ერთი სოფელში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი ძმა პოლიციაში გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მათ პოლიციის შენობა დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ძმის მიერ, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მეორე ვერსიით კი, გოგონას სანადირო თოფი სიმაღლიდან გადმოუვარდა და გასროლა ამ შემთხვევაში მოხდა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გრძელდებოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ქუბულეთში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაღუპული 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში დაკითხეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა