ღვინის ეროვნული სააგენტო - ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია

რთველი-2018-ის ფარგლებში, ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია: 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა, სულ დღეღამურად 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ღვინის ეროვნული სააგენტოდან“ აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მლნ ლარს გადააჭარბა.

„განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკურ ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას“, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ განცხადებით, ყურძნის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათი მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა.

„7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია. კერძოდ, გურჯაანში - 16, თელავში - 16, ყვარელში - 10, ახმეტაში - 3, დედოფლისწყაროში - 1, ლაგოდეხში - 1, საგარეჯოში - 2 და სიღნაღში - 1. „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ“, – განმარტეს სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა