გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა

სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის კანონდამრღვევი და საარჩევო პროცესების ყველა სტანდარტს არღვევს. არ გეგონოთ, რომ პროტესტის ნიშნად რამეს დავტოვებთ და კომისიაში მუშაობის კომფორტს შეგიქმნით. ამ არჩევნებს თქვენ ვერ გააყალბებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობიაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი ვაშაძე გუშინ გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომას გამოეხმაურა და კომისიის სხდომის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

გიორგი ვაშაძე უწყებათაშორისო კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ითხოვს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი საგანგაშო განცხადება უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის მხრიდან. როგორც ჩანს, მას ავიწყდება, რომ ის არ წარმოადგენს „ქართული ოცნების“ შტაბს ამ კომისიაში და ეს უწყებათაშორისი კომისია შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო. თუმცა, სამწუხაროდ, პირველივე სხდომებიდან მან აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღო. ამ სხდომებზე მედიის დაშვების შესახებ ჯერ უარი თქვა, არადა მათი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს საჯაროობა ამ კუთხით. შემდეგ თავს დაესხა ამ სხდომებზე სამოქალაქო სექტორს და პირდაპირ გარჩევები დაუწყო მათ განცხადებებსა და დაკვირვებებთან დაკავშირებით. გუშინ კი ფაქტობრივად წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. სხვათა შორის, გუშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ტელეფონით იმყოფებოდა სხდომაზე და ყველა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტს აკრძალული ჰქონდათ ტელეფონებით სარგებლობა, პოლიციური სისტემა და დაცვა დაახვედრა მათ. მინდა, წულუკიანს მივმართო და ვუთხრა, კარგად გაიაზრეთ თქვენი ფუნქცია. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, თქვენ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის უწყების ხელმძღვანელი, თქვენ ხართ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც უნდა შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მანვე იკითხა კანონის რომელი ნორმა კრძალავს ტელეფონებით შესვლას შეხვედრაზე, ან საჯარო ტრანსლაციას.

„ჩვენ ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას თქვენს მოქმედებას. ერთ პირობას გაძლევთ, რომ არ მოგცემთ უფლებას თქვენი თანამდებობა ბოროტად გამოიყენოთ. პირველი, რისიც თქვენ შეგეშინდათ არის ის, რომ შეგეშინდათ იმ არგუმენტირებული პოზიციების, რომელსაც ჩვენ წარვადგენდით ამ კომისიაზე. სწორედ ამიტომ იმალებით. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც წულუკიანი არ იმყოფებოდა კომისიის სხდომაზე უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენელმა, მოვალეობის შემსრულებელმა, შს მინისტრის მოადგილემ აბსოლუტურად დასაშვებას სცნო, რომ პირდაპირ ეთერში მომხდარიყო ტრანსლირება ყველა სხდომის, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, წულუკიანმა დავალება მიიღო ივანიშვილისგან, „ქართული ოცნების“ შტაბისგან და კანონდამრღვევი გახდა“, - განცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო