გიორგი ვაშაძე - ბიზნესმენებთან მიდის კომუნიკაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდი შეავსონ

ბიზნესმენებთან მიდის ახლა კომუნიკაცია და დავალებები, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდი შეავსონ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სახის შენარჩუნებას ცდილობს.

„თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში მთელ საქართველოში ბიზნესს „შეუყვარდება“ სალომე ზურაბიშვილი. იტყვიან, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ბიზნესსექტორი გრძნობს და ხედავს იმას, რომ ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს. „ქართული ოცნება“ არის უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, მას გასული არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად გაუმესამედდა რეიტინგი, აქედან გამომდინარე, სახის შენარჩუნებას ცდილობენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც სალომე ზურაბიშვილი წააგებს, იტყვიან, რომ ეს მათი კანდიდატი არ იყო, თუმცა, ამ „ბლეფს“ საზოგადოება არ დაიჯერებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა