თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბანაკი ოთხ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრნენ.

ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

თელავში ახალგაზრდული ბანაკი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო