სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან“ აცნობეს, ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში 75 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

„7 სექტემბერს საღამოს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:00 საათიდან 23:00 საათამდე საგარეჯოს და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, – აცხადებენ ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა