გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ქსელის გაფართოება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დღეს სამსახურის შექმნის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას პარლამენტარები, სახელმწიფო უწყებების,დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

თანდილაშვილის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი უწყებაა.

„სააგენტოს ფუნქციაა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი. ბოლო 10 წლის გნმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სააგენტოში, მაგრამ მე გამოვყოფდი 2014 წლის შემდეგ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. განსაკუთრებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევის კუთხით, ამ მხრივ გაფორთოვდა მონიტორინგის ქსელი. ასევე, მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების ქსელი; ადრეული შეტყობინების სისტემები გაკეთდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. ცხადია, არსებული საკმარისი არ არის და ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, სააგენტოს აქვს რიგი გამოწვევები. აუცილებელია ქვეყანაში გვქონდეს სრულყოფილი ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, რათა ზუსტად მოვახდინოთ პროგნოზირება და ზუსტად ვიცოდეთ მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ. ამ ფუნქციების მატარებელია ეს სააგენტო. ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ქსელის გაფართოება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ასევე, აქტიურად გავაგრძელებთ როგორც შავი ზღვის დაბინძურების, ასევე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო 2008 წელს ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიის, ნაპირდაცვის სამსახურების, ასევე შავი ზღვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა