გიორგი მერებაშვილი - გურამ კაშიას მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ

გურამ კაშიას მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიასთან მიმართებაში ხვალინდელ თამაშზე მოსალოდნელ უსიამოვნო ინციდენტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერებაშვილის თქმით, კაშია ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ისევე როგორც ნაკრების ნებისმიერი მოთამაშე.

"მე ძალიან ბევრჯერ დავაფიქსირე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ფეხბურთი გუნდური სპორტია და თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ კაშია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, კარგი პიროვნებაა, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ამასთან, მან ქომაგებს ყაზახეთში გუნდის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გულშემატკივრებს ხვალინდელ თამაშზე სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო