გიორგი ხატიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და მამუკა ჩიქოვანი ურუგვაის პარლამენტის სენატორს შეხვდნენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გიორგი ხატიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და საქართველო-ურუგვაის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა მამუკაჩიქოვანმა ურუგვაის პარლამენტის სენატორს, ურუგვაი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მონიკა ჩავიერს უმასპინძლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

გიორგი ხატიძის თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა.

„ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ. მონიკა ჩავიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და გაღრმავებას“, - აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს მონიკა ჩავიერს ურუგვაის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს