ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა

სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ამით პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას უკავშირდებოდა.

„ხორავას ქუჩის საქმეში ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. არ თანამშრომლობენ კონკრეტული პირები გამოძიებასთან. ის დრო წავიდა, როდესაც თქვენ იცით რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს იმას, რომ ჩვენების მიღებისათვის უხეშ მეთოდებს არ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა