ირაკლი კობახიძე - აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს

ვხედავთ, რომ იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია„იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ აქციებს პოლიტიკური ფონი აქვს.

„ვხედავთ, რომ იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციების პოლიტიკურ ფონს, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ სახეს უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება ამ საქმეზე სრულად ნათელის მოფენა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების დაწყებას აანონსებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა