ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ინსტიტუტი დაცლილი უნდა იყოს სიძულვილისგან, აგრესიისგან, უზრდელობისგან

მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პრეზიდენტი მიუკერძოებელი იყოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. აღნიშნულიკომენტარი კობახიძემ პრეზიდენტზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრისას გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პრეზიდენტი იყოს მიუკერძოებელი და მან ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ტრადიცია, რომელიც ვერ ჩამოაყალიბა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა. უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს დაცლილი იმისგან, რაც ჩვენ გვახსოვს გასული წლებიდან. ეს არის: სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩვენ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა