საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ლატვიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისის შეფასებით, ნაკრები შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება.

"ბიჭები მზად არიან გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ", - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, ვლადიმერ ვაისის შეფასებით, მეტოქე დაცვაში ორგანიზებულად თამაშობს.

"რაც შეეხება მეტოქეს - ლატვიის ნაკრებს, რომელმაც პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა, შეიძლება ითქვას, რომ დაცვაში ორგანიზებულად თამაშობს და ამიტომ ყაზახეთისგან განსხვავებით, სხვანაირად მოგვიწევს თამაში, სხვანაირი პრესინგის მიმართვა და ა.შ.", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო